Thumbnail

მოუსმინეთ: EXO-ს Chen-მა სადებიუტო სოლო ალბომი April, and a Flower გამოუშვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO-ს წევრი, ჩენი სადებიუტო სოლო EP-ის April, and a Flower ავრცელებს. სტუდიურ ჩანაწერში სულ 6 კომპოზიცია არის წარმოდგენილი. 

► ნახეთ: კეიპოპ ბენდმა EXO ახალი სიმღერა Love Shot გამოუშვა

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს ალბომში შესულ კომპოზიციაზე Beautiful Goodbye გადაღებული ვიდეოკლიპიც შესთავაზა. 

კიმ ჯონგ დემ, სასცენო სახელით Chen, შემოქმედებითი კარიერა 2011 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ EXO-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ის ასევე ბენდის ქვედანაყოფების Exo-CBX და Exo-M წევრიცაა. 

სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების თხუთმეტგზის გამარჯვებული კოლექტივი სეულში 2012 წელს ჩამოყალიბდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კეიპოპ პროექტად ითვლება. შარშან EXO-მ რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერი The War გამოუშვა, რომელმაც 2017 წელს ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჯგუფმა სამხრეთ კორეაში, ქალაქ ფიონგჩანგში გამართული ზამთრის ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე იმღერა. ბიჭებმა ღონისძიებაზე ჰიტები Growl და Power შეასრულეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული