Thumbnail

ნახეთ: ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმის The Dead Don't Die თრეილერი

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, ჯიმ ჯარმუშის ზომბებზე გადაღებული ფილმის The Dead Don't Die თრეილერი გავრცელდა. კინოსურათი გაქირავებაში 14 ივნისს ჩაეშვება. მასში მონაწილეობას მუსიკოსები იგი პოპი, ტომ უეითსი, სელენა გომესი, RZA და სხვები მიიღებენ.

► მოუსმინეთ: ჯიმ ჯარმუშმა და ჯოზეფ ვისემმა კომპოზიცია Concerning the White Horse გაავრცელეს

ნამუშევრის რეჟისორი და სცენარის ავტორი თავად ჯარმუშია. მაყურებელი ფილმში, მუსიკოსების გარდა, ცნობილ მსახიობებს: ტილდა სუინტონს, სტივ ბუშემს, ბილ მიურეის, ადამ დრაივერსა და სხვებს იხილავს.

ჯიმ ჯარმუშს ზემოხსენებული მუსიკოსების ნაწილთან წარსულშიც უთანამშრომლია. იგი პოპმა რეჟისორის 1996 წლის ფილმში Dead Man ითამაშა, ტომ უეითსმა კინოსურათში Down by Law, რეპერმა RZA-მ კი Ghost Dog: The Way of the Samurai-ში. ამის გარდა, უეითსი და იგი პოპი ერთად მონაწილეობენ ჯარმუშის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარში "ყავა და სიგარეტი".

კომენტარები

ბოლოს დამატებული