Thumbnail

ნახეთ: ლიამ გალაჰერის შესახებ გადაღებული ფილმის თრეილერი გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსზე, ლიამ გალაჰერზე გადაღებული ფილმის As It Was თრეილერი გავრცელდა. კინოსურათი "ოაზისის" დაშლის შემდგომ არტისტის კარიერის განვითარების შესახებ მოგვითხრობს.

► ნახეთ: ლიამ გალაჰერის ახალ ალბომში მისი 17 წლის შვილი მონაწილეობს

ფილმის რეჟისორი ჩარლი ლაითნინგია, რომელმაც მუსიკოსის კომპოზიციის Chinatown კლიპზეც იმუშავა. სურათი კინოეკრანებზე 7 ივნისს გამოვა.

ლიამ გალაჰერმა ძმასთან, ნოელთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. ორი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი ძმებს შორის კონფლიქტის გამო 2009 წელს დაიშალა. ამის შემდეგ ლიამმა "ოაზისის" სხვა წევრებთან ერთად ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული