Thumbnail

ნახეთ: A Certain Ratio-მ Talking Heads-ის სიმღერა Houses In Motion დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა A Certain Ratio ლეგენდარული ამერიკული ბენდის, Talking Heads-ის სიმღერის Houses In Motion ქავერ ვერსია და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. კომპოზიცია "თოქინგ ჰედსის" რიგით მეოთხე ალბომში Remain in Light შედის, რომელიც კოლექტივმა 1980 წელს გამოსცა.

ტრეკი A Certain Ratio-ს ახალ კომპილაციაში ACR:BOX შევა, რომელიც კოლექტივის 54 სიმღერას, მათ შორის 20 გამოუცემელ ნამუშევარს გააერთიანებს.

A Certain Ratio მანჩესტერის ერთ-ერთ გარეუბანში 1977 წელს შეიქმნა. 1981 წელს ბენდმა სადებიუტო ალბომი To Each... გამოსცა. კოლექტივს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვს გავრცელებული. მუსიკოსების შემოქმედება პოსტ პანკს, დისკოსა და ფანკის ელემენტებს შეიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული