პანკ ჯგუფმა "პანიკა" სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია გამართა. სტუდიური ჩანაწერი სახელწოდებით "შეტევა" მუსიკოსებმა ბარში Backstage76 წარადგინეს. საათნახევრის განმავლობაში კოლექტივმა ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრების წინაშე ოცი კომპოზიცია შეასრულა. მათ შორის სიმღერები "სიგარეტი კლავს" და "მარტოობის 5 დღე".
► მოუსმინეთ: პანიკა - თუ ეს სიმღერა არ მოგკლავს, მე მოგკლავ
► მოუსმინეთ: პანიკა - წაიღებ თოფს
ჯგუფი "პანიკა" 2016 წელს ჩამოყალიბდა. ბენდში ამჟამად ოთხი წევრია: კოკო ანთელავა, თენგო ნოზაძე, ნიკა ნატროშვილი და თორნიკე ჭავჭანიძე. კოლექტივის დისკოგრაფია ალბომს "შეტევა", რამდენიმე სინგლსა და ერთ EP-ის აერთიანებს.
კომენტარები