Thumbnail

არეტა ფრანკლინი პირველი ქალი მომღერალია, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო

ლეგენდარული ამერიკელი არტისტი, არეტა ფრანკლინი პულიცერის პრემიის მფლობელია. მომღერალს პრესტიჟული ჯილდო ამერიკულ მუსიკასა და კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცეს. 

► ნახეთ: გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე არეტა ფრანკლინი სახლში კომპოზიციას ასრულებს

სოულის დედოფალი პირველი ქალი მომღერალია, რომელმაც ჯილდო ხსენებულ კატეგორიაში დაიმსახურა. ეს პრემია წარსულში ისეთ არტისტებს გადაეცათ, როგორებიც არიან: ბობ დილანი და ჯონ კოლტრეინი.

არეტა ფრანკლინი შარშან, 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული