Thumbnail

ნახეთ: 8 ლეგენდარული მუსიკოსის სახლი, რომელსაც შეგიძლიათ, ეწვიოთ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

როდესაც მუსიკოსი გიყვარს, მისი ცხოვრების თითოეული დეტალი გაინტერესებს. ფავორიტი არტისტის სახლის დათვალიერება კი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალებაა. არაერთი დიდი შემსრულებლის ყოფილი საცხოვრებელი დღეს მუზეუმადაა ქცეული.

► ნახეთ: ჯიმი პეიჯის ორსაუკუნოვანი სახლის ფოტოები

წარმოგიდგენთ 8 ლეგენდარული მუსიკოსის სახლს, რომელსაც შეგიძლიათ, ესტუმროთ:

მოცარტის აპარტამენტი ვენაში

ავსტრიაში სტუმრობისას შეგიძლიათ, ვენის ისტორიულ ნაწილში ეპოქალური კომპოზიტორის, მოცარტის აპარტამენტი მოინახულოთ. მუსიკოსი მე-17 საუკუნის ბაროკოს სტილის სახლში 1784-87 წლებში ცხოვრობდა. 

ბობ მარლის სახლი კინგსტონში

ბობ მარლიმ ეს სახლი 1975 წელს, Island Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ შეიძინა. შენობაში დღეს მომღერლის მუზეუმია განთავსებული.  

ჯონი კეშის სახლი არკანზასში

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯონი კეშმა ბავშვობა არკანზასის შტატში, ქალაქ დაიესში გაატარა. შემსრულებლის მშობლებმა სახლი 1935 წელს შეიძინეს, როდესაც არტისტი 3 წლის იყო. ჯონიმ აქ 1950 წლამდე იცხოვრა. 

შოპენის დაბადების ადგილი

ლეგენდარული კომპოზიტორი, ფრიდერიკ შოპენი პოლონეთის სოფელ ჟელიაზოვა-ვოლიაში დაიბადა. მუსიკოსმა აქ მხოლოდ 7 თვე გაატარა. ამის შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად ვარშავაში გადავიდა.

ჯიმი ჰენდრიქსის ბინა ლონდონში

1968-69 წლებში ლეგენდარული ჯიმი ჰენდრიქსი ლონდონის მეიფერის რაიონში, ბრუქ სთრითზე მდებარე ამ ბინაში ცხოვრობდა. 

ელვის პრესლის გრეისლენდის ვილა

თუ მემფისში მოხვდებით, როკ-ენ-როლის მეფის ვილის დათვალიერების შანსი ხელიდან არ გაუშვათ. როგორც ცნობილია, აშშ-ში, თეთრი სახლის შემდეგ, ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ ელვის პრესლის ფეშენებელურ საცხოვრებელს სტუმრობს.

ფრენკ სინატრას ფალმ სფრინგსის სახლი

ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის, ემერსონ სტიუარტ უილიამსის მიერ კალიფორნიაში, ქალაქ ფალმ სფრინგსში აშენებული სახლი ფრენკ სინატრას ძალიან უყვარდა. მუსიკოსი თავისუფალ დროს სწორედ აქ ატარებდა.

ლუი არმსტრონგის ნიუ იორკის სახლი

ლუი არმსტრონგის ნიუ იორკში მდებარე სახლი გამორჩეული ინტერიერის წყალობით მეოცე საუკუნის 70-იან წლებში გამოგზაურებთ. დღეს შენობაში მუსიკოსის სახლ-მუზეუმია განთავსებული. 

ნინა სიმონეს სახლი ჩრდილოეთ კაროლინაში

ლეგენდარული არტისტის, ნინა სიმონეს ქალაქ თრაიონში მდებარე ამ სახლს 2018 წელს ეროვნული საგანძურის სტატუსი მიენიჭა. მომღერალი 1933 წელს სწორედ აქ დაიბადა. ამ ეტაპზე მომღერლის საცხოვრებლის რესტავრაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული