Thumbnail

Redman: მირჩევნია, ჩემმა შვილებმა ალკოჰოლის ნაცვლად მარიხუანა მოიხმარონ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ორგანიზაცია Cannaramic ნიუ ჯერსელი ჰიპ ჰოპ არტისტის, რეჯინალდ ნოუბლის, ფსევდონიმით Redman, მიმართვას ავრცელებს, რომელშიც რეპერი მარიხუანისა და ალკოჰოლის მოხმარებაზე საუბრობს. 

► ნახეთ: რეპერმა Redman-მა 20 წლის წინ დაკარგული მარიხუანა იპოვა

► ნახეთ: Redman ვიდეორგოლს Trap House აქვეყნებს

"მირჩევნია, ჩემმა შვილებმა ალკოჰოლის ნაცვლად მარიხუანა შეიძინონ. ნასვამი ადამიანი ხშირად ხმაურსა და არეულობას იწვევს. კანაფს საპირისპირო შედეგი მოაქვს და არც ვინმესთვის ზიანის მიყენება გინდება. მარიხუანის მიღებისას ასეთს არაფერს ჩაიდენ. ამის მიუხედავად, სასმლის ყიდვა დღეს გაცილებით მარტივია. რა შეგვიძლია, გავაკეთოთ?", - ამბობს რეპერი.

რედმენი წარმატებული რეპერი, დიჯეი და მსახიობია. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990 წელს დაიწყო და ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერიც გამოუშვა. სოლო კარიერის გარდა, რეჯინალდმა ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan ერთ-ერთ წამყვან წევრთან, მეთოდ მენთან ერთად დუეტიც ჩამოაყალიბა. მათი მთავარი მიღწევა კომერციულად მომგებიანი ერთობლივი ნამუშევარი Blackout! გახლავთ. 2001 წელს კოლეგებმა კომედიური ჟანრის პოპულარულ ფილმში How High მთავარი როლებიც შეასრულეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული