Thumbnail

ნახეთ: არეტა ფრანკლინის სახლში სამი ხელნაწერი ანდერძი იპოვეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, არეტა ფრანკლინის მიჩიგანში მდებარე სახლში სამი ხელნაწერი ანდერძი იპოვეს. ორი მათგანი 2010, ერთი კი 2014 წლით თარიღდება. ბლოკნოტები, რომლებშიც, სავარაუდოდ, მუსიკოსი წერდა, დაკეტილ კაბინეტსა და სავარძლის ბალიშების ქვეშ მისმა დის შვილმა, საბრინა ოუენსმა იპოვა.

► არეტა ფრანკლინი პირველი ქალი მომღერალია, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო

ანდერძის თანახმად, არეტამ ერთ-ერთი სახლი ვაჟს, 49 წლის კიკალფს დაუტოვა. ის ასევე თავის ძმასთან, 62 წლის ედვარდთან ერთად მომღერლის ყოველთვიური შემოსავლის ნაწილსაც მიიღებს. რაც შეეხება არტისტის ფულად ქონებას, კიკალფსა და ედვარდს წილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ერგებათ, თუ ბიზნეს-ადმინისტრირების დიპლომებს მიიღებენ. მუსიკოსი მათ სწავლის დაფინანსებასაც დაჰპირდა.

2010 წლის ივნისი

2010 წლის ოქტომბერი

2014 წლის მარტი

ნაპოვნი ტექსტების ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. სასამართლო სხდომა 12 ივნისსაა ჩანიშნული.

სოულის დედოფალი შარშან, 76 წლის ასაკში დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მუსიკოსის ანდერძის შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი.

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული