Thumbnail

ფოტოგალერეა: One Direction-ის წევრი, ლუი ტომლინსონი სახლს $7 მილიონად ყიდის

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ინგლისურ-ირლანდიური ბოიბენდის, One Direction-ის წევრი, ლუი ტომლინსონი ლოს ანჯელესში მდებარე სახლს 7 მილიონ აშშ დოლარად ყიდის. 557 კვ.მ. ფართობის შენობაში 4 საძინებელი, 5 აბაზანა და სამზარეულოა განთავსებული.

► ფოტოგალერეა: ადელმა ბევერლი ჰილსზე მდებარე სახლი $10,65 მილიონად იყიდა

► ფოტოგალერეა: კამილა კაბეიომ ჰოლივუდში სახლი $3,38 მილიონად იყიდა

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ცოლს ბევერლი ჰილსზე 8,5-მილიონიანი სახლი უყიდა

აღსანიშნავია, რომ 27 წლის მუსიკოსმა ფეშენებელური სახლი ორი წლის წინ $7,3 მილიონად შეიძინა.

ლუი ტომლინსონმა კარიერა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პოპულარობა ჯგუფ One Direction-ში მოღვაწეობით მოიპოვა. არტისტს ტრეკები სტივ აოკისთან და ბიბი რექსასთან ერთად აქვს ჩაწერილი. წელს პოპვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს სოლო კომპოზიცია Two of Us შესთავაზა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული