Thumbnail

"თაღლითურად აღარ მოიქცეთ და ფული დააბრუნეთ" - Spice Girls-ს მსმენელები აკრიტიკებენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Spice Girls, 11-წლიანი პაუზის შემდეგ, ტურნეს პირველად მართავს. მუსიკოსები დუბლინსა და კარდიფში მსმენელების წინაშე უკვე წარდგნენ, თუმცა, თაყვანისმცემლები არტისტების შოუებით კმაყოფილები არ დარჩენილან. ისინი კონცერტებზე არსებული უხარისხო ხმის გამო ბილეთებში გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

► Spice -ის Mel B: ჯერი ჰოლიუელთან სექსი ნამდვილად მქონდა

"ერთადერთი, რაც გვინდა, ფულის ანაზღაურებაა. კატასტროფული ტურნეა, კონცერტებზე ხმა საშინლად ისმოდა. საინტერესოა, ვინმემ თუ შეამოწმა".

"კარდიფში მეორედ არ ჩამოხვიდეთ და ხალხს ასე თაღლითურად არ მოექცეთ. ბოდიში საჯაროდ უნდა მოიხადოთ და იმედგაცრუებულ ადამიანებს ფული დაუბრუნოთ. უპასუხისმგებლოები ხართ - ირლანდიაში ხმაზე შექმნილი პრობლემის გამოსწორება კარდიფში არ გიცდიათ".

"კარდიფში გამართული კონცერტი ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო, სიტყვები საერთოდ არ ისმოდა. ამ შოუს სიხარულით ველოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ცუდად ჩაიარა".

უკმაყოფილო თაყვანისმცემლებს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, Mel B გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მომდევნო კონცერტებზე ხარვეზი გამოსწორდება.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსები ტურნეს ფარგლებში ბრიტანეთის ექვს ქალაქს ესტუმრებიან. ისინი შოუებს ვიქტორია ბექჰემის გარეშე მართავენ. 

"სფაის გერლზი" ბრიტანეთში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 85 მილიონი გაყიდული ალბომით კოლექტივი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ბოლოს მუსიკოსები ერთად 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე გამოჩნდნენ. პროექტს მსოფლიო პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Wannabe მოუტანა. სიმღერა 1996 წელს გაყიდვებისა და ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული