Thumbnail

ნახეთ: Diplo-მ და Charli XCX-მა Spice Girls-ის ჰიტი Wannabe დააქავერეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი დიჯეი Diplo, ბრიტანელი პოპვარსკვლავი Charli XCX და ფრანგი პროდიუსერი Herve Pagez პოპულარული ჯგუფის, Spice Girls-ის 1996 წლის ჰიტის Wannabe ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებენ. მუსიკოსებმა თაყვანისმცემლებს ტრეკზე გადაღებული ვიდეოკლიპიც შესთავაზეს.

► მოუსმინეთ: Charli XCX - Blame It On Your Love Feat. Lizzo

Wannabe ჯგუფ Spice Girls-ის სადებიუტო სინგლია. სიმღერამ პოპულარობა გამოსვლისთანავე მოიპოვა და მსოფლიო ჩარტების ლიდერიც გახდა.

შარლოტ ეიტჩისონმა, სასცენო სახელით Charli XCX, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. არტისტი პოპულარული სიმღერით Boom Clap გახდა. კომპოზიცია 2014 წელს გადაღებული ფილმის "ბედის ვარსკვლავის ბრალია" საუნდტრეკიცაა.

თომას ვესლიმ, იგივე Diplo-მ კარიერა 1997 წელს დაიწყო. ის პოპულარული ამერიკული პროექტის Major Lazer ერთ-ერთი დამაარსებელია. 2013 წელს მუსიკოსმა სქრილექსთან ერთად EDM დუეტი Jack Ü ჩამოაყალიბა. 2016 წელს მათმა ერთობლივმა ალბომმა Skrillex and Diplo Present Jack Ü გრემის ჯილდო საუკეთესო ელექტრონული ალბომის კატეგორიაში მოიპოვა. შარშან დიჯეი სუპერჯგუფ LSD-ს შეუერთდა, რომლის წევრები ინგლისელი არტისტი Labrinth და ავსტრალიელი Sia არიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული