Thumbnail

ნახეთ: "ფაბრიკაში" Eko & Vinda Folio-ს კონცერტი გაიმართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

"ფაბრიკაში" ერეკლე დეისაძისა და თემო ეზუგბაიას დუეტის, Eko & Vinda Folio-ს კონცერტი გაიმართა. ღონისძიება კომპანია "ლიკანისა" და Velvet Session-ის ერთობლივი პროექტის, Soundwave-ის ფარგლებში ჩატარდა.

► ერეკლე დეისაძის 5 საყვარელი სიმღერა

არტისტებმა თავის ცნობილ ნამუშევრებთან ერთად, მსმენელებს ახალი სიმღერებიც წარუდგინეს. მათ შორის კომპოზიცია "ემოციურ ტყვეობას", რომელიც მუსიკოსების ახალ ალბომში "თერაპია" შევა. სტუდიური ჩანაწერი 21 სექტემბერს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცემა. 

Eko & Vinda Folio - ემოციურ ტყვეობას

👇 Erekle Deisadze-მ და Vinda Folio-მ ახალი სიმღერა "ემოციურ ტყვეობას" შეასრულეს. 🎶 კომპოზიცია მუსიკოსების ახალი ალბომში "თერაპია" შევა, რომელიც 21 სექტემბერს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცემა. 🎧 კონცერტი Likani Mineral Water - მინერალური წყალი ლიკანისა და Velvet Session-ის ერთობლივი პროექტის, Soundwave-ის ფარგლებში გაიმართა.

Posted by popmusic on Friday, May 31, 2019

 

პროექტი Eko & Vinda Folio ერეკლე დეისაძემ და თემურ ეზუგბაიამ 2012 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტის სადებიუტო ნამუშევარი კომპოზიციის "სისტემა უნდა დაინგრეს" ალტერნატიული ვერსია იყო. არტისტებმა 2016 წლის ნოემბერში ფრანგულ ლეიბლზე Talitres ორსინგლიანი ჩანაწერი გამოსცეს, რომელშიც ტრეკები "შენ ანათებ" და "აგურით ხელში" შევიდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული