Thumbnail

ნახეთ: მანანა მენაბდემ კომპოზიცია "ისევ შენ" შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა, მანანა მენაბდემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "ახალი დღე" კომპოზიცია "ისევ შენ" ცოცხლად შეასრულა. სიმღერის ავტორი კომპოზიტორი ანდრია ყარაშვილი გახლავთ.

ლეგენდარული ქართველი შემსრულებლების, დები იშხნელების ოჯახში დაბადებული მანანა მენაბდის შემოქმედებითი დებიუტი 16 წლის ასაკში ორკესტრ "რეროში" შედგა. თეატრალური ხელოვნების აკადემიის დამთავრების შემდეგ მუსიკოსმა სოლო კარიერა დაიწყო. ის მსმენელს კლასიკური რომანსების ორიგინალურ ინტერპრეტაციას სთავაზობდა. მანანა მენაბდის სიმღერები პირველად რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმში "დღეს ღამე უთენებია" გაჟღერდა. 1991 წლიდან არტისტი ბერლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მის ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია თანამშრომლობა ცნობილ ქართულ ჯაზ ფოლკ კოლექტივთან "შინ" და ნიკა მაჩაიძესთან და გოგი ძოძუაშვილთან ერთად გამოცემული ალბომი Sami.

კომენტარები

ბოლოს დამატებული