Thumbnail
ფოტო: Facebook / Erekle Deisadze

Eko & Vinda Folio-ს სადებიუტო ალბომის Therapy გარეკანი და ტრეკლისტი გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართველი არტისტების, ერეკლე დეისაძისა და თემურ ეზუგბაიას დუეტი, Eko & Vinda Folio სადებიუტო ალბომს Therapy 20 სექტემბერს გაავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი, რომელიც ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცემა, 10 კომპოზიციას გააერთიანებს.

ნახეთ: კოლუმბიელმა დიჯეიმ Radeon ერეკლე დეისაძის "რაც მამას უნდა" დაუკრა

► ერეკლე დეისაძის 5 საყვარელი სიმღერა

ნახეთ ნამუშევრის გარეკანი და ტრეკლისტი:

1. Therapy
2. Endlessly
3. Ramble Around
4. Out There
5. Nisliani
6. Emotionnally Captive
7. Me As A Sound
8. Lucid Thoughts
9. He Was All Of Them
10. Holding A Brick II

სიმღერა მომავალი ალბომიდან სახელწოდებით "ემოციურ ტყვეობას" მუსიკოსებმა "ფაბრიკაში" გამართულ კონცერტზე შეასრულეს.

პროექტი Eko & Vinda Folio ერეკლე დეისაძემ და თემურ ეზუგბაიამ 2012 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტის სადებიუტო ნამუშევარი კომპოზიციის "სისტემა უნდა დაინგრეს" ალტერნატიული ვერსია იყო. არტისტებმა 2016 წლის ნოემბერში ფრანგულ ლეიბლზე Talitres ორსინგლიანი ჩანაწერი გამოსცეს, რომელშიც ტრეკები "შენ ანათებ" და "აგურით ხელში" შევიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული