Thumbnail

ბიონსეს მამა: ჩემს შვილს უფრო მუქი კანი რომ ჰქონოდა, ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბიონსეს მამა, მეთიუ ნოულსი რადიოსადგურს SiriusXM Urban View სტუმრობდა. როგორც წამყვანთან საუბარში აღნიშნა, მის შვილს უფრო მუქი კანი რომ ჰქონოდა, ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა.

► ნახეთ: ბიონსე და ქელი როულენდი ჯენეტ ჯექსონის კონცერტზე ცეკვავენ

► ნახეთ: ბიონსე "მეფე ლომის" ახალ თრეილერში

"როგორც იცით, მუსიკალურ ინდუსტრიაში კვლავ არის სეგრეგაცია. უიტნი ჰიუსტონის ფოტოებს რომ შეხედოთ, მიხვდებით, კანს როგორ უთეთრებდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ, რაც უფრო ღია ფერის ხარ, უფრო გონებამახვილი ხარ. თავად შავკანიანებშიც ასე ფიქრობენ. ბიონსესაც უფრო მუქი ფერის კანი რომ ჰქონოდა, ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული. აი, ქელი როულენდი კარგი მაგალითია. მან მეტ წარმატებას უცხოეთში მიაღწია, განსაკუთრებით ავსტრალიაში", - განაცხადა მეთიუ ნოულსმა.

ბიონსემ და ქელიმ პოპულარობა ჯგუფ Destiny's Child-ში მოღვაწეობით მოიპოვეს. კოლექტივი 1990 წელს ჩამოყალიბდა. 3 გრემის მფლობელ მუსიკალურ პროექტს კარიერის განმავლობაში 60 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბენდი 2006 წელს დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული