Thumbnail

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ბრაიან ინოს პატივსაცემად, ასტეროიდს "81948 (2000 OM69)" მისი სახელი დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ არტისტი ცოტა ხნის წინ ცნობილ ღონისძიებას, Starmus V-ის დაესწრო, სადაც მან მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სტივენ ჰოკინგის სახელობის ჯილდო დაიმსახურა.

მიმდინარე წელს Apollo 11-ის მთვარეზე დაჯდომიდან 50 წელი სრულდება. ამასთან დაკავშირებით 19 ივლისს ბრაიან ინო თავისი რიგით მეცხრე ალბომის Apollo: Atmospheres and Soundtracks განახლებულ ვერსიას გამოსცემს.

ბრაიან ინომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1971 წელს საკულტო როკ კოლექტივში Roxy Music დაიწყო. თუმცა, ორი ალბომის ჩაწერის შემდეგ, ინომ ჯგუფი დატოვა. მრავალწლიანი სოლო კარიერის განმავლობაში ემბიენთ მუსიკის ერთ-ერთ პიონერს რამდენიმე ათეული სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. სხვადასხვა დროს მას ისეთ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: დევით ბოუი, რობერტ ფრიპი, ჰაროლდ ბადი, ჯონ კეილი, დეიმონ ალბარნი, Talking Heads, Coldplay, U2 და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული