Thumbnail

ვიქტორია ბექჰემმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი Spice Girls-თან ერთად სიმღერაზე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა, ვიქტორია ბექჰემმა გამოცემა Vogue Germany-სთან ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ თქვა უარი ბენდში დაბრუნებასა და სხვა წევრებთან ერთად კონცერტების ჩატარებაზე. როგორც ცნობილია, "სფაის გერლზმა" 24 მაისიდან 15 ივნისამდე ბრიტანული ტურნე გამართა.

► Spice Girls-ის Mel B: ჯერი ჰოლიუელთან სექსი ნამდვილად მქონდა

► ვიქტორია ბექჰემი: Spice Girls-ს წარმატებებს ვუსურვებ

"დიდი სიმამაცე დამჭირდა, რომ ჯგუფთან ერთად ტურნეში მონაწილეობაზე უარი მეთქვა. ეს იმის გამო არ მომხდარა, რომ ბენდის მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა, უბრალოდ, მსურს, ოჯახსა და კომპანიაზე მეტი კონცენტრირება მოვახდინო. 45 წლის ვარ და ვამაყობ იმით, რასაც წარმოვადგენ. შეცვლას არ ვცდილობ. მინდა, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. 40 წლამდე თავდაჯერებული არ ვიყავი, ახლა ვისწავლე, როგორ მოვუსმინო ჩემი გულის ხმას", - ამბობს ვიქტორია.

"სფაის გერლზი" ბრიტანეთში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 85 მილიონი გაყიდული ალბომით კოლექტივი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ბოლოს მუსიკოსები ერთად 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე გამოჩნდნენ. პროექტს მსოფლიო პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Wannabe მოუტანა. სიმღერა 1996 წელს გაყიდვებისა და ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული