Thumbnail

ნახეთ: ბარბრა სტრეიზანდმა და კრის კრისტოფერსონმა სიმღერა The Love Inside შეასრულეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ამერიკელ მომღერალს, ბარბრა სტრეიზანდს ლონდონში ფესტივალ BST Hyde Park-ის ფარგლებში კონცერტის გამართვისას, სცენაზე მუსიკოსი და მსახიობი, კრის კრისტოფერსონი შეუერთდა. არტისტებმა შოუზე პირველად შეასრულეს 40 წლის წინ გამოშვებული სიმღერა The Love Inside, რომელიც 1976 წლის მუსიკალური დრამისთვის A Star Is Born ჩაიწერა. კინოსურათში სწორედ სტრეიზანდი და კრისტოფერსონი თამაშობენ. 

► ნახეთ: ბარბრა სტრეიზანდმა სიმღერის Don't Lie to Me კლიპი გაავრცელა

► ნახეთ: კრის კრისტოფერსონმა მერილინ მენსონსთან ერთად კომპოზიცია Why Me შეასრულა

ბარბრა სტრეიზანდმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1961 წელს დაიწყო. ათი გრემის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 68 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. შემსრულებელმა განსაკუთრებული პოპულარობა მიუზიკლში Funny Girl შესრულებული როლით მოიპოვა. 

ფილმში A Star Is Born მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს გლობუსის მფლობელმა კრის კრისტოფერსონმა კი მუსიკალური კარიერა 1967 წელს დაიწყო. 1970 წელს არტისტმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Kristofferson გაავრცელა. 1985 წელს მან ლეგენდარულ ჯონი ქეშთან, უილი ნელსონთან და უეილონ ჯენინსგსთან ერთად სუპერჯგუფი The Highwaymen ჩამოაყალიბა. ქანთრის შემსრულებელს ამ დრომდე 18 სოლო ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული