Thumbnail

ნახეთ: EXO-ს წევრი Baekhyun კლიპს UN Village ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO- წევრი, ბექჰიონი ახალ სიმღერას UN Village და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. კომპოზიცია მომღერლის სადებიუტო მინი ალბომში City Lights შედის, რომელიც გაყიდვაში დღეს ჩაეშვა. 

► ნახეთ: კეიპოპ ბენდმა EXO ახალი სიმღერა Love Shot გამოუშვა

► მოუსმინეთ: EXO ახალი ალბომი Don't Mess Up My Tempo გამოუშვა

სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების თხუთმეტგზის გამარჯვებული კოლექტივი სეულში 2012 წელს ჩამოყალიბდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კეიპოპ პროექტად ითვლება. EXO-ს რიგით მეოთხე სტუდიურმა ჩანაწერმა The War 2017 წელს ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჯგუფმა სამხრეთ კორეაში, ქალაქ ფიონგჩანგში გამართული ზამთრის ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე იმღერა. ბიჭებმა ღონისძიებაზე ჰიტები Growl და Power შეასრულეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული