Thumbnail

ნახეთ: ბრუკლინ ბექჰემმა ჯგუფ Jaws-ს კლიპი End of the World გადაიღო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ვარსკვლავური წყვილის, ვიქტორია და დევიდ ბექჰემების უფროსმა შვილმა, 20 წლის ბრუკლინმა მუსიკალური ვიდეორგოლი გადაიღო. მან რეჟისორ ლუის ბერისთან ერთად ინდი როკ ჯგუფის Jaws კლიპზე End of the World იმუშავა.

"ამ სიმღერას ბიჭების კონცერტზე მოვუსმინე და იდეა გამიჩნდა, მუსიკალური ვიდეო შემექმნა. ჯგუფის წევრებს შევხვდი და აზრი ვკითხეჩემი შეთავაზება მოეწონათ. კლიპის გადაღებისას ძალიან ვიხალისე. სამომავლოდ ვიდეორგოლებს სიამოვნებით გადავიღებ", - განაცხადა ბრუკლინმა.

ბრუკლინ ბექჰემი მოდელი და ფოტოგრაფია. 2015 წელს მან ინგლისური ჯგუფის The Vamps კლიპში Wake Up მთავარი როლი შეასრულა. ბენდ Jaws-ის ვიდეორგოლი End of the World კი მისი პირველი საავტორო ნამუშევარია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული