Thumbnail
ფოტო: Talitres

ქართველი არტისტების, ერეკლე დეისაძისა და თემურ ეზუგბაიას დუეტმა, Eko & Vinda Folio ახალი კომპოზიცია "თერაპია" და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა მუსიკოსების სადებიუტო, ამავე სახელწოდების მქონე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ფრანგული ლეიბლი Talitres 20 სექტემბერს გამოსცემს. ტრეკის პროდიუსერები თორნიკე გველესიანი და ლევან შანშიაშვილი არიან, ვიდეორგოლის რეჟისორი თავად ვინდა ფოლიო გახლავთ.

► Eko & Vinda Folio-ს სადებიუტო ალბომის Therapy გარეკანი და ტრეკლისტი გავრცელდა

► ნახეთ: Eko & Vinda Foliо - ემოციურ ტყვეობას 

პროექტი Eko & Vinda Folio ერეკლე დეისაძემ და თემურ ეზუგბაიამ 2012 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტის სადებიუტო ნამუშევარი კომპოზიციის "სისტემა უნდა დაინგრეს" ალტერნატიული ვერსია იყო. 2016 წლის ნოემბერში არტისტებმა ფრანგულ ლეიბლზე Talitres ორსინგლიანი ჩანაწერი გამოსცეს, რომელშიც ტრეკები "შენ ანათებ" და "აგურით ხელში" შევიდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული